აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
სათანადო ლიტურგია ამავე ეკლესიის მღვდელმა მამა ლევან ჯანაშიამ შეასრულა. პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები, ასევე აპარატის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი 5 იანვარს ემსხვერპლა.
კომენტარები