გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა, კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი ოფიციალურად დასახელდა.
ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი თითქმის ყველა დელეგატმა დაუჭირა, ჯამში მან 596 ხმა მიიღო, წინააღმდეგი მხოლოდ ხუთი ადამიანი იყო.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა თქვენ. თუ 23 თებერვალს გერმანიაში არასწორ გზას ავირჩევთ, მეორე დილით სხვა ქვეყანაში გავიღვიძებთ, ეს კი არ უნდა მოხდეს“, – ამ სიტყვებით მიმართა დელეგატებს ოლაფ შოლცმა.
კომენტარები