“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით ლაშა გაბიტაშვილს, რომელიც აბუ დაბიში ირაკლი ზარქუასთან, ვიქტორ სანიკიძესთან და გელა სამხარაულთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს.
პირად სივრცეში შეჭრა, საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილზე არეულობის მოწყობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურცხყოფა და ინვენტარის დაზიანება. ბრალი ნახევარი საათის წინ სასტუმროში წარუდგინეს.
აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გელა სამხარაული.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
წყარო: timer.ge