წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.
„2024 წელს ზრდა სამივე აეროპორტში გვქონდა. თბილისის აეროპორტი იყო 2024 წლის ჩვენი ძირითადი სამიზნე აეროპორტი, გამომდინარე იქედან, რომ ბევრი ახალი ევროპული მიმართულება დავამატეთ.
რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041-რეისი).
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი).
წელს, 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით სამივე საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტურიავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისადა მილანის მიმართულებით შეასრულებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.