დედაქალაქის ნაწილს, 21 აპრილს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: ვარკეთილი-3 IIIა და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში აბაკელიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ხოლო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, პაოლო იაშვილის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცელდება ვაკის რაიონში, ”თელასის” ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილის, სოფელ ფონიჭალის, სადგურის და მარნეულის ქუჩების მცხოვრებლებს.