ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში ერთი საჯარიმო ოქმი უკვე დაიწერა და 80 ლარით იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა. აღნიშნული ფულადი სანქცია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზეა გათვალისწინებული.
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დღეს დაიწყეს.
კომენტარები