ნინოწმინდაში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, ფიზიკური პირის, გ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის გადამოწმების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის (370 კოლოფი-7400 ღერი) შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა შეეფარდა.
კომენტარები