ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუნდუზში ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” წევრებმა სავარაუდოდ 10 ტყვედ აყვანილი პირი, მთავრობასთან თანამშრომლობის ბრალდებით დახვრიტეს.
როგორც euroline.ge წერს, ტერორისტული დაჯგუფების წევრები კუნდუზში მყოფ 18 მძევალს ამ დრომდე არ ათავისუფლებენ.
”გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “თალიბანის” მიერ ტყვედ აყვანილი 192 ადამიანიდან 160 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა”, – წერს სააგენტო.
მედიის ცნობით ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” წევრებმა 3 ავტობუსისა და 10 ავტომობილის მგზავრები გუშინ დილით გაიტაცეს.
კომენტარები