ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა მოსკოვში წასვლა და საერთოდ ნებისმიერი ქართველი მსახიობისთვის – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემა “რეაქციაში” განცხადა.
რთული თემაა, ცალსახად ვერ იტყვი უნდა წავიდნენ თუ არ უნდა წავიდნენ. მე ვარ ნარინჯისფერი გოგონა, ეს ახსოვს მთელ რუსეთს და დღესაც რომ ჩავდივარ კიდევ “არანჟევაიადევაჩკას” მეძახიან. ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა მოსკოვში წასვლა და საერთოდ ნებისმიერი ქართველი მსახიობისთვის. იმიტომ არა მარტო რომ, იქ ნახევარი მილიონი ქართველი ცხოვრობს, თუნდაც იმიტომ რომ რაც არ უნდა ვიძახოთ ევროპული და ამერიკული კურსი გვაქვს რუსული უფრო უკეთ ვიცით, ვიდრე ინგლისური. ამიტომ ძალიან კომფორტულია იქ კონცერტი . თან ყოველთვის გპატიჟებენ ყოველ წელს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ 2013 წელს წავედი, თუმცა 5 წელი არ წავსულვარ, რადგან საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა”- განაცხდა სოხაძემ.
მისივე თქმით, ის არავის არ განიკითხავს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ სად და რატომ მივდივართ. როგორც სოხაძე ამბობს, რუსების გასართობად არ უნდა წავიდეთ.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მანსანკანზე ქართველების მონაწილეობამ, საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება უარყოფითად შეხვდა ქართველი იუმორისტების გამოსვლას.