თბილისის მერია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს.
კონკურსი დღეს გამოცხადდა. განცხადების წარსადგენად განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა.
აღნიშნულ თანამდებობას ბოლოს გიორგი ბუთხუზი იკავებდა, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი მაკა გვარამიაა.
კომენტარები