ბოლო დროს, მსახიობმა ნინო მუმლაძემ საგრძნობლად მოიმატა წონაში. მართლმადიდებელია, მას საკუთარი თავი ძალიან გამხდარი არ მოსწონს, მაგრამ ზედმეტი წონის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ახლა კი აქტიურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს და ამბობს, რომ მისის ეს მდგომარეობა იმ დიეტებმა გამოიწვია რასაც ადრე იცავდა. ამის შესახებ ნინო მუმლაძემ ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
” თეატრალურში, რომ ვაბარებდი, ნორმალურ წონაზე ვიყავი, დაახლოებით 53 კილო. დიეტის გარეშე შევძელი წონის დაკლება, მაგრამ, რომ ჩავაბარე, მეჩიჩინებოდნენ, რა კარგი სახე გაქვს როგორი ნაკვთები და როლისთვის როგორ ვერ უნდა გახდეო. მოკლედ, შემჭამეს, უნდა იყო თხელი, სიფრიფანა, სახე გაქვს ნაზიო და იმდენად შემაწუხეს, დავიწყე საშინელი დიეტა. ფაქტობრივად, ვშიმშილობდი. არასწორი კვების გამო, გულიც კი წამივიდა. ნივთიერებათა ცვლა კი ისე დამერღვა, დღესაც ამის გამო ვიტანჯები. ახლა, რაც არ უნდა ვიტირო, ვხვდები ძალიან ნელა და თუ ერთი ნაჭერი ხაჭაპური მივირთვი, პლუს ერთი კილოგრამი, ეგრევე მომატებული მაქვს. მოკლედ გამუდმებულმა შიმშილმა დამღუპა” – ამბობს ნინო მუმლაძე.
როგორ ნინო განმარტავს, დიეტებს ვიღაცისგან იგებდა და ისე იცავდა, რამაც შედეგი არ გამოიღო.
“ვიღაცისგან ვიგებდი, ასე დავიცავი დიეტა და ამდენი დავიკელიო და მეც ეგრევე ვჯდებოდი. ვიღაცის ორგანიზმზე მორგებულმა და ყურმოკრულმა დიეტებმა, სულ მთლად დამღუპეს. რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ და ჯანმრთელობა დავინგრიე. დავიცავდი დიეტას, დავიკლებდი და როგორც კი თავს ვანებებდი, ოდნავ მოვუმატებდი ჭამას, ორ იმდენს ვიმატებდი. ისე გავსუქდი, სარკეში აღამ მინდოდა ჩახედვა…” – ამბობს ნინო მუმლაძე.