ონკოლოგი რევაზ გაგუა დღეს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ფრიდონ თოდუას კლინიკაში) გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, რევაზ გაგუამ გარდაცვალებამდე აღნიშნულ კლინიკაში პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
როგორც „კვირას“ ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რევაზ გაგუა გუშინ სამსახურში იმყოფებოდა.
„რამდენიმე წლის წინ, გულზე ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა. გუშინ სამსახურშიც იყო, დღეს კი გავიგეთ, რომ ფრიდონ თოდუას კლინიკაში გარდაიცვალა“, – განაცხადეს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში.
ონკოლოგმა რევაზ გაგუამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს დაამთავრა.
კომენტარები