აშშ-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭიროს თუ არა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე ამზადებენ. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ უკრაინული ბიურო გაეროში აშშ-ის მისიის პოლიტიკურ კოორდინატორზე, ჯონ კელიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვას, გახდება თუ არა აშშ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაავტორი, კელიმ უპასუხა: „ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვაშინგტონი ჯერ ფიქრობს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
ამერიკელ დიპლომატს ასევე ჰკითხეს, მისცემს თუ არა ხმას ის რეზოლუციას. „უნდა ვნახოთ, თუ რა ინსტრუქციებს მივიღებთ ვაშინგტონიდან. იმედი მაქვს, რომ მალე მივიღებთ მათ“, – თქვა კელიმ.
კომენტარები