თეთრმა სახლმა იმ საქმეების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე 100 დღიანი ყოფნის მთავარ მიღწევებად მიიჩნევს. მათ შორისაა ჩინეთთან წარმატებული დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად გაეროში რუსეთის იზოლაცია.
სხვა მიღწევებს შორი სამხედრო ბიუჯეტის 54 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდა, ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ სირიის სამხედრო ბაზის დამომბვა და ამავე მიზეზით სირიისათვის ახალი სანქციების დაწესება სახელდება.
გართა ამისა, ტრამპი თავის მიღწევად თვლის ირანისათვის ახალი სანქციების დაწესებას ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე საერთაშორისო შეთანხმების დარღვევისთვის და ჩრდილოეთ კორეის იზოლირებას ბირთვული პროგრამის წარმოების გამო.
ტრამპის მიღწევებს შორის სახელდება აშშ–ის სამხრეთ საზღვრებზე არალეგალურად გადამსვლელთა რაოდენობის 61%–ით შემცირება.
კომენტარები