სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის ფაქტები არ ყოფილა.
„ჩვენთვის ადამიანის უფლებები არის უპირველეს ყოვლისა. ამ დღეებში სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხიდან ვისმინეთ, რომ თითქოს რაიმე ძალადობის ნიშნები შეინიშნებოდა თანამშრომლების მხრიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან არ დადასტურებულა. პენიტენციური სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი მკაცრად იცავს წესებს და ამას საერთოდ განმარტებაც არ სჭირდება“, – აღნიშნა პატარიძემ.
კომენტარები
