მე ჩამკეტეს მორგში. პატიმრის ღვიძლი კატას როგორ აჭამეს, ამის ცოცხალი მოწმე ვარ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ყოფილმა პატიმარმა, ვუგარ ალიევმა, რომელმაც „ნაციონალური ნოძრაობის“ მმართველობის პეროდში ციხეებში არსებული ვითარება გაიხსენა.
მისივე თქმით, დღეს როდესაც საუბრობენ, რომ ციხეებში პატიმრებს ორაგულს აჭმევენ, ეს მას უკვირს და ზღაპარი ჰგონია.
„პირადად მე, ჩემი კბილებით არ დავდივარ. ფაცაციადან დაწყებული ციხის უფროსამდე მონაწილეობდნენ ჩემი კბილის ამოღებაზე. დიაბეტი დამემართა! მკვლელობები… ანალგინი და ბანალგინი იყო აბანოში. ორი „დუბინკით“ მოდიოდნენ – ერთს ეწერა „ანალგინი“, მეორეს – „ბანალგინი“ და გეკითხებოდნენ, რომელი გინდაო. 15 კაცი აბანოში სცემდა. არც წამალი მინდოდა, არც არაფერი! აზრი არ ჰქონდა. ახლა რომ საუბრობენ, ორაგულზე, ექთნებისა და ექიმების ყურადღებაზე, გასაკვირია“, – აღნიშნა ალიევმა.
მან ასევე ერთი მძიმე ფაქტიც გაიხსენა, როდესაც იგი მორგში ჩაკეტეს.
„მე ჩამკეტეს მორგში. პატიმრის ღვიძლი კატას როგორ აჭამეს, ამის ცოცხალი მოწმე ვარ. იმ ადგილის ჩვენება შემიძლია, სად არის ეს მორგი, როგორ გადამიყვანეს და ეს მე ჩემი თვალით ვნახე. სამი დღე და ღამე ვიყავი“, – განაცხადა ალიევმა.
