საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი გაიაფდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საქართველოს მთავრობას გააჩნია ტურიზმის განვითარების პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია შიდა ავიაციის წახალისებაც.
ჩოგოვაძის განმარტებით, მთავრობის ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით უფრო იაფი ფრენების განხორციელებას და ასევე ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას.
კომენტარები