მივესალმები შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგს, განსაკუთრებით წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და კიევისთვის აშშ-ის დახმარების განახლებას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
მელონის თქმით, გადაწყვეტილება ახლა რუსეთმა უნდა მიიღოს.
„იტალია სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის მიღწევისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას. გადაწყვეტილება ახლა რუსეთმა უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია ჯორჯია მელონის განცხადებაში
კომენტარები