თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ტყემალაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.5 მილიონი ლარი იმისათვის მოიკლო, რომ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზარდოს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა იმ საკითხის განხილვას, რომელიც სამარშრუტო ტაქსების ტარიფის რეგულირებას გულისხმობს. საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების მფლობელ ოთხ კომპანიასთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედითაც მათი ლიცენზიის გადასახადი 50 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა.კომპანიებმა ამ თხოვნთ მერიას თავად მიმართეს და მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება და საწვავზე ფასების ზრდა დაასახელეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მგზავრობის ტარიფი გაიზრდებოდა.
თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.