სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა, ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
როგორც სუს-ში განმარტავენ, ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს.
„ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე“,-განმარტავენ სუს-ში.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოწიეს.
სუს-ი სოფელ ხურჩაში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას არ ადასტურებს
2017/04/28 21:41:24
ნანახია: 1237 ჯერ