ნანა კაკაბაძე გადაცემა “რეაქციაში” საუბრობს “ციანიდის საქმეზე” და აცხადებს, რომ ეს საქმე გარკვეული ჯგუფის მიერ იყო დაგეგმილი, იმისათვის, რომ პატრიარქის მკვლელობის ამბით ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ და სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო.
“მე მგონია, რომ ეს “ციანიდის საქმე” არ იყო მხოლოდ “ციანიდის საქმე” და პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა არ იყო მთავარი მიზანი, ეს იყო რევანშისტული გეგმა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებასთან უნდა მისულიყო და იმისთვის კეთდოებოდა, რომ ქუჩასი ხალხი გამოეყვანათ მკვლელობის ამბით. ეს ბათუმის მოვლენებმა აჩვენა, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ. საპატრიარქოშიც არის ის ჯგუფი, რომელსაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს იმ ძალასთან.
ამ ადამიანებს ვისაც ეს გეგმები ჰქონდათ, რაღაც ძალას, რომელსაც დღეს ლიბერალებს ეძახიან, ზოგი ნეოლიბერალებს ეძახის, ამ ძალას ჰქონოდა რაღაცა რევანშის გაკეთების მცდელობა”, – განაცხადა ნონა კაკაბაძემ.