კუბაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26“ აფრენის შემდეგ მთას შეეჯახა.
„დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ეკიპაჟი“,- წერს „ბი-ბი-სი“.
კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. თვითმფრინავი ავიაკომპანია Aerogaviota-ს ეკუთვნოდა.
კომენტარები