ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო კედელაშვილი სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილს ტყუილში ამხელს.
“ლევან ხაბეიშვილის -ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც ეხებოდა ლისის ტბაზე დამწვარ ხეებს, მინდა დავწერო სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ.
მოკლედ აგიხსნით რა მოხდა, 2012 წელს ამ ტერიტორიაზე, რომელიც არის “ლისი დეველოპმენტის” საკუთრება გაჩნდა ხანძარი (იხ.ფოტოები), აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
შემდეგ, სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი ბევრჯერ განმეორდა.
გუშინ ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო ვიდეო, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
2016 წელს პარტიზანული მებაღეობა თბილისში Guerrilla gardening Tbilisi, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან ერთად მისული იყო ამ ტერიტორიაზე და ნახეს სიტუაცია, რაც ადასტურებს იმას, რომ ხანძრის ამბავი ნამდვილად ძველია. (იხ.ფოტო)
გუშინ “ლისი დეველოპმენტმაც” გაავრცელა განცხადება:http://1tv.ge/ge/news/view/159034.html და კვლავ მიმართა შსს-ს რათა დაადგინონ რეალურად რა მოხდა, მათი თქმით ისინი ყოველწლიურად ამწვანებენ აღნიშნულ ტერიტორიას.
ხაბეიშვილის სიცრუე მიმართული იყო თბილისის მერიისკენ, რომელიც ცხადია, ემსახურებოდა დედაქალაქიის მერიისკენ აგრესიული ტალღის აგორებას.”