“იქს ფაქტორის“ მენტორებმა, სოფო ნიჟარაძემ და სტეფანემ, სოციალურ ქსელში პროექტის რეპეტიციაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და ინსტაგრამის “სთორებში” დაწერეს, რომ “რუსთავი 2-ში” სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. “სთორებში” ჩანდა, რომ სასწრაფოს მანქანაში პროექტის სიმპატიური მონაწილე, ხვიჩა კვარაცხელია იჯდა. რა მოხდა “იქს ფაქტორის“ რეპეტიციაზე, ამის გასარკვევად “მიუზიკ ბოქსი“ ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა:
– ხვიჩა, რატომ დაგჭირდათ რეპეტიციაზე, სასწრაფოს გამოძახება?
– ჩემთვის არ გამოგვიძახებია სასწრაფო. რეპეტიციის დროს მერაბ ამზოევმა დაარტყა თავი და “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს.
სრულად იხილეთ musicbox.ge
კომენტარები