„საზოგადოებრივი მაუწყებლის” მედიაწარმოების დირექტორმა პაატა ქურდაძემ „პრაიმტაიმთან” არხზე მიმდინარე კონკურსის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ახალი სეზონისთვის გადაცემები უნდა შეირჩეს.
„შეუძლებელია, გაზომო იმ გადაცემის რეიტინგი, რომელიც ეთერში არ გადის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაცემის პროექტი გათვლილი უნდა იყოს ფართო მაყურებელზე და უნდა იყოს ყურებადი. თუ ადამიანმა კარგად იცის რაიმე დარგი, ეს არ ნიშნავს, რომ მას კარგი ტელეპროდუქტის შექმნა შეუძლია. ტელეპროდუქტი უნდა იყოს ყურებადი. 12 ადამიანია ჟიურიში და ყურებადობას სუბიექტურად შევაფასებთ. ჩვენ ერთმანეთთან წინასწარი მოლაპარაკების რეჟიმი არ გვაქვს. ყველა შეაფასებს ისე, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ხარისხი შეფასდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეთერში გავა და ვნახავთ, რომ მაყურებელი ან კმაყოფილია, ან არა. რისკი შემოქმედებაში ყოველთვის არის”, – აცხადებს ქურდაძე.