2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.3%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია.
2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.
2017 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით უცხოელი ტურისტების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 460,780 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებით ტურისტების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.