„ნაცმოძრაობაში“ რაც ხდება, მათემატიკური ფორმულაც ვერ ამოხსნის, მათი გამოსვლებიდან ერთადერთი ფორმულა შეიძლება იყოს, თუ ხაბეიშვილს მივუმატებთ ჩერგოლეიშვილს, გამოვაკლებთ გახარიას და გავამრავლებთ ხაზარაძეზე, მაინც მივიღებთ ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი გამოსვლა ერთმანეთის გამოსვლას არც შინაარსში და არც ფორმაში არ ემთხვევა.
„„ნაცმოძრაობაში“ რაც ხდება, ამას ალბათ მათემატიკური ფორმულაც ვერ ამოხსნის. მათი გამოსვლებიდან ერთადერთი ფორმულა შეიძლება იყოს, რომ თუ ხაბეიშვილს მივუმატებთ ჩერგოლეიშვილს, მერე გამოვაკლებთ გახარიას და გავამრავლებთ ხაზარაძეზე, მაინც მივიღებთ ზურაბიშვილს. ეს არის ფორმულა, რითიც შეიძლება ახსნა მათი ნებისმიერი გამოსვლა. არცერთი მათგანის გამოსვლა მეორესას არ ემთხვევა, არც შინაარსში და არც ფორმაში. აბსოლუტურად უნდობლობა აქვთ თავიანთსავე ამომრჩევლებში. ბუნებრივია, რომ ერთადერთი კომენტარი, რაც შეიძლება გააკეთო, კომიკურია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
