ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელში ნინო ჯღარკავასა და ელისო კილაძის დაპირისპირებას ეხმაურება და ჟურნალისტთა ქარტიას მიმართავს.
“ყველაფერს აქვს საზღვარი, დასაწყისი და დასასრულიც. ამ ადამიანის (ელისო კილაძის) საქციელს, არა აქვს არც საზღვარი და არც დასასრული. საინტერესოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს ჟურნალისტთა ქარტია, რომელსაც დიდი პრეტენზია აქვს, ჟურნალისტის უფლებების დაცვის მხრივ. არადა, ამ “უწყების” მიერ, თუნდაც, შერჩეული სამართალით ვინმეს უფლებების დაცვა თუ გახსოვთ, გამოდით და დაწერეთ!
ამ ქვეყანაში როგორც ჩანს, ჟურნალისტებს არც უფლებების დამცველი გვყავს და არც პატრონი!
ისე, როცა თავად ქალბატონი ელისო აქვეყნებს ცილისმწამებელ განცხადებებს ადამიანებზე, დაუსჯელი უნდა დარჩეს, ხოლო სხვამ თუ დაწერა მასზე კრიტიკული, მას მოსყიდულ ჟურნალისტად აცხადებს. მოკლედ, პროკურატურა, ალოოო, გაიღვიძე!”-წერს ჟურნალისტი.