საქართველოში მნიშვნელოვანი პირის ჩამოსვლას ვუმალავთ რადიკალურ ოპოზიციას და [ჯო] ბატონ უილსონს, რომელიც ყველაფერზე კომენტარს აკეთებს, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ. მან ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„გუგავა მოვაო – ხომ იცით, იმას ჩაენაცვლა ახლა უილსონი და თავის ჭკუით მართავს პროცესებს იქიდან. მისი დაკვეთა იყო, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო [ეუთოს გენმდივანი] თითქოს ლეგიტიმაცია არ მიეცა ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენ ლეგიტიმაცია მივიღეთ მოსახლეობისგან, ხოლო ლეგიტიმაცია ამ უსამშობლოებსა და მათ პატრონებს სჭირდებათ, რათა პოლიტიკაში დარჩნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.
ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.