არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი წერს იმას, რომ საქართველო ყოველწლიურად დინამიკურად ავითარებს თავის ეკონომიას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციისა და მათი ტელევიზიების გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრისას, რომ თითქოს მთავრობამ 2025 წლის პირველ კვარტალში დამატებითი ღირებულების გადასახადის, აქციზის მოგებისა და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შეასრულა.
„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ ვერაფერი მოუხერხეს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას რევოლუციის მოხდენის, შტურმის განხორციელების სახით, მერე დააანონსეს თვითონ, რომ იქნებ ეკონომიკა ჩამოვაქციოთო. არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი წერს იმას, რომ საქართველო ყოველწლიურად დინამიკურად ავითარებს თავის ეკონომიას. შესაბამისად, არ მგონია, რომ გვარამიას დაუჯერონ და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ან მსოფლიო ბანკს არ დაუჯერონ საქართველოს ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი თავად უკვე ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად დამარცხებულები არიან და ახლა ეჭიდებიან, როგორმე ინფორმაცია გაავრცელონ, რომ სადღაც უბედურება ხდება, რა თქმა უნდა, ტყუილების სახით“,– აღნიშნა მაჭარაშვილმა.