სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.
„თუ ეს ჩანაწერები არის სიმართლე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რასაც ქართული ოცნების გუნდის წევრები ვამბობდით, რომ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არიან გაერთიანებული, უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანების შესახებ როდესაც გაიგებენ ინფორმაციას, მაშინვე ცდილობენ რომ მათგან თანხები მიიღონ და მერე ეს ყველაფერი მოახმარონ ჩვენს ქვეყანაში არეულობას და ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობები ჰქონდეთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.
სალომე ზურაბიშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. ფინანსებს ითხოვს უჩა ნანუაშვილიც.