სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.
6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა სტამბოლში გუშინ, შუადღისას მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში მდებარეობდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებშიც. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები