აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირანს მოუწოდებს, უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შემუშავებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 3 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადაიდო.
„მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა, შეწყვიტონ ჰუსიტებისთვის [იემენში] დახმარების გაწევა, შეწყვიტონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შემუშავება, რომლებსაც სხვა დანიშნულება არ აქვთ, გარდა ბირთვული იარაღის გადატანისა, და უარი თქვან [ურანის] გამდიდრებაზე“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ასევე, რუბიო დარწმუნებულია, რომ ირანმა საკუთარი ბირთვული ენერგეტიკისთვის გამდიდრებული ურანი უნდა შემოიტანოს ქვეყანაში და არა დამოუკიდებლად აწარმოოს.