ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ აფეთქება აიცილეს თავიდან, რომელიც ლედი გაგას კონცერტზე იგეგმებოდა. კონცერტი კოპა კაბანას პლაჟზე გაიმართა, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ბრაზილიის შესაბამისი უწყებების ცნობით, შეთქმულება „პატარა მონსტრების“ სახელით ცნობილი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ახალგაზრდების რადიკალიზაციასა და ზიზღის გაღვივების პროპაგანდას აწარმოებს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ფეთქებადი ნივთიერებები და მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს.
კომენტარები