აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტის გადასაჭრელად შეერთებული შტატების შუამავლობის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ავრცელებს.
მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და პაკისტანის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ისჰაკ დართან.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა მოძებნოს დაძაბულობის შემცირებისა და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის გზები, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები.
მანამდე, მარკო რუბიო ესაუბრა პაკისტანის არმიის მეთაურსაც , სადაც კვლავ”მოუწოდა ორივე მხარეს მოძებნონ გზები სიტუაციის განსამუხტად.
ცნობისთვის, პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდე გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.
ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ საპასუხოდ მათ დარტყმები მიიტანეს „ტერორისტების ინფრასტრუქტურაზე“. პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ მონაწილეობდა აპრილის თავდასხმაში და ობიექტები, რომლებზე დარტყმებიც ინდოეთმა მიიტანა, არ წარმოადგენდნენ ტერორისტი მებრძოლების ბაზებს, როგორც ამას ნიუ დელში ამტკიცებენ.