“ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი დიდი პაპა-ბებიების, ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი წერს.
იგი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც სამწუხარო უწოდა ევროპის დღის ღონისძიების ისე ჩატარებას, რომ ევროკავშირის საელჩომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ
ხალხსა და ომის ვეტერანებს 9 მაისი.
მახაშვილის განცხადებით, ნაციზმის სიკვდილის მანქანაზე გამარჯვებამ გაუხსნა კარი მშვიდობიანი ევროპის შენების ყველა სხვა შესაძლებლობას და მხოლოდ ამ ღვაწლის სათანადოდ დაფასებით არის ევროპა ევროპული.
“ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი დიდი პაპა-ბებიების, ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი.
მას შემდეგ ევროპის მიწაზე ბევრმა მდინარემ ჩამოიარა, მაგრამ მხოლოდ ნაციზმის სიკვდილის მანქანაზე გამარჯვებამ გაუხსნა კარი მშვიდობიანი ევროპის შენების ყველა სხვა შესაძლებლობას.
მხოლოდ ამ ღვაწლის სათანადოდ დაფასებით (და არა მისი შეგნებული დავიწყებით) არის ევროპა ევროპული.” – წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.