საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავალებას გარედან ელოდება.
„ისინი მთლიანად ორიენტირებულები არიან იმაზე თუ რა დავალებას მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან. არ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია – თვითონაც ვერ ერკვევიან რა უნდათ, ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება. ძალაუფლების წყურვილი მათში ყველაფერზე მაღლა დგას და, ცხადია, ელოდებიან დავალებას“, – აცხადებს სოსიაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში გაიმართება.
კომენტარები