საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ო’მალის ბრძოლას დაესწრო.
მინისტრმა მერაბ დვალიშვილს გამარჯვება და ტიტულის შენარჩუნება მიულოცა.
“მინდა მივულოცო მერაბს გამარჯვება და ტიტულისა მეორედ დაცვა. მერაბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნომერ პირველი სპორტსმენია მის წონაში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს და საქართველოს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. მისი წარმატება საქართველოს წარმატებაა,” – აღნიშნა სპორტის მინისტრმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა.
კომენტარები