ინდოეთში მომხდარ Air India-ს ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.
ინდური მედიის ცნობით, ისინი საავადმყოფოში ესაუბრნენ რამეშს, რომელმაც განაცხადა:
აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმა გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.
ინდური მედია ასევე აღნიშნავს, რომ მან თავისი ბილეთი წარადგინა, სადაც მისი სახელი და ადგილის ნომერი იყო მითითებული.
ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე. ასევე, მგზავრებს შორის ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელია.
კომენტარები