ძალიან სახიფათო ძალაა და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ჩაუვარდეთ, რევანშისტული ძალაუფლებით დაბრუნებულები ამ ქვეყანას რას უზამენ ყველამ თავისით შეაფასოს, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების პოსტებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ირანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბომბვის კადრებს აზიარებენ და იმავე სცენარს რამდენიმე ქართულ ტელეარხს უსურვებენ.
„ადამიანები, რომლებსაც მორალი, ადამიანობა არ გააჩნიათ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ რომ ერთი გრამი ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდეთ რას ჩაიდენდნენ წარმოიდგინეთ იქიდან გამომდინარე, რომ ძალაუფლების გარეშე ასეთი მოწოდებით გამოდიან. ტელევიზიების მიმართაც იმავეს ავლენენ. ეს მათი ხელწერა იყო. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კარგად გვახსოვს „იმედში“ როგორი სპეცოპერაციით შევარდნენ. მაგიტომ ვახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ძალიან სახიფათო ძალაა და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ჩაუვარდეთ, რევანშისტული ძალაუფლებით დაბრუნებულები ამ ქვეყანას რას უზამენ ყველამ თავისით შეაფასოს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.