„ქრონიკაში“ 5 ივნისს გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის შეხვედრებს ეხებოდა, „ქრონიკას“ მაია ფანჯიკიძე დაუკავშირდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ „ქრონიკის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავას გარდა, შეხვედრაზე ზურა ჭიაბერაშვილი, ანა დოლიძე, მაია ფანჯიკიძე და თაკო ჩარკვიანი იმყოფებოდნენ.
ფანჯიკიძე ამბობს, რომ 5 ივნისს საქართველოში არ იმყოფებოდა და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ის განმარტავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში 10 წელია მონაწილეობა არ მიუღია, არ არის არცერთი პარტიის წევრი და არ მონაწილეობს არცერთ პოლიტიკურ გადაცემაში. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, რადგან მისი გვარის გაიგივება რადიკალურ ოპოზიციასთან კონტექსტში მოხდა.
კომენტარები