პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება. ხვალინდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებულ კიდევ ორ მოქალაქეს მოუსმენენ.
„ხვალ ნიუ-იორკიდან ჩაგვერთვება საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროდან, რომელიც ისაუბრებს მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელ პოლიტიკაზე, რასაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ახორციელებს და აგრეთვე იქნება ერთი მოსმენა, რომელიც თბილისში, ე.წ. რიყეზე ქონების უკანონო ჩამორთმევის საკითხებს ეხება“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა
კომენტარები