ჩინეთი მკაცრად გმობს აშშ-ის თავდასხმას ირანზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ქმედებებმა სერიოზულად დაარღვია გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნები, პრინციპები და გაამწვავა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.
ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, განსაკუთრებით ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გააერთიანოს ძალისხმევა, დაიცვას სამართლიანობა და იმუშაოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.
კომენტარები