რუსეთი, შესაძლოა, სიმტკიცის გამოსაცდელად, ნატო-ს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაესხას თავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ გვჯერა, რომ 2030 წლიდან პუტინს შეიძლება, მნიშვნელოვნად დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს. დღეს უკრაინა აკავებს, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს, მაგრამ წინ შესაძლოა, ახალი საფრთხეები იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რუსეთმა თავდასხმა რამდენიმე თვეში განახორციელოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არ ფიქრობს, რომ პუტინი მზად არის“.
ამასთან, ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატო-ს გეგმა 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით და მას „ძალიან ნელი“ უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე გეგმავს ახალ სამხედრო კამპანიებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს სჭირდება პაუზა, სანქციების გაუქმება, გაწვრთნილი ჯარი.10 წელი ძალიან დიდი დროა. იმ დროისთვის მას ახალი ჯარი ეყოლება მზად“, – განაცხადა ზელენსკიმ.