აშშ-ში, კაროლინას შტატის საერთაშორისო აეროპორტიდან, American Airlines-ის 5 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მაიამიდან მომავალი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ინფორმახიას cbsnews-ი ავრცელებს.
American Airlines-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი “მოულოდნელ” ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა, თუმცა აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
“American Airlines-ის რეისი 1286, რომელიც მაიამიდან როლი-დარემის მიმართულებით მიფრინავდა, მოულოდნელი ტურბულენტობის შემდეგ აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. მადლობას ვუხდით ჩვენს ეკიპაჟს პროფესიონალიზმისთვის, ხოლო მომხმარებლებს სოლიდარობისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები