უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ზაფხულის შეტევის შენელება შეძლეს.
გარდა ამისა, როგორც სირსკი წერს, რუსების შეტევა შეჩერებულია უკრაინის სუმის ოლქშიც, რომელიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება.
„უკრაინული ქვედანაყოფები წარმატებით იყენებენ აქტიური თავდაცვის ტაქტიკას და სუმის საზღვრისპირა ოლქში უკრაინულ მიწას ათავისუფლებენ“, – დაწერა სირსკიმ.
კომენტარები