გარკვეული მაჩვენებლები არსებობს. თუ რეიტინგები აინტერესებთ, მონაცემებს ჩახედონ,. შაჰინს ეს მონაცემები არ აინტერესებს, მას ის აინტერესებს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს და ქვეყანას მართავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“.
„შაჰინის განცხადებებს მხოლოდ არგუმენტებით თუ დავუპირისპირდებით. სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად იხსენიებდნენ, მაგრამ გახსოვთ, ადამიანის უფლებების დარღვევის რა მასშტაბი იყო. საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო. თურმე მაინც ის ყოფილა დემოკრატიის შუქურა და აქ დემოკრატიის უკუსვლა მიმდინარეობს. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.