უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტზე რუსული ნავთობის ფასის 30 დოლარამდე დაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება.
„ახლა აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც მძლავრი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობით ვაჭრობა, მისი ჩრდილოვანი ფლოტი, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღჭურვილობას ან ნაწილებს იარაღის წარმოებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები