უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისი შეფასებით, ჩანაცვლებითი თერაპიასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დროს.
„ინიციატივას ბოლომდე მივიყვანთ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება. რა თქმა უნდა უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია სრულად იყოს სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი და არ იყვნენ კერძო სუბიექტები ჩართული იმგვარად, რომ გავრცელებას უწყობდნენ ხელს, არა თუ ამ ყველაფრის პრევენციას, – თავისთავად ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დროს“, – განაცხადა წილოსანმა.