ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმებმა „ფართო და სერიოზული“ ზიანი გამოიწვია.
„უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართო და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებული, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული“, – აღნიშნა არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ირანის უზენაესმა ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ განხორციელდეს აღნიშნული კანონი, ანუ უნდა შეუშვან თუ არა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტებზე.
კომენტარები